დევნილთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროხობის მუნიციპალიტეტში აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა  რეგისტრაციას, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე. რეგისტრაციისათვის  პირი (ერთი საოჯახო ნომრიდან ოჯახის ყველა წევრი) უნდა გამოცხადდეს ხობის კულტურის სახლის ფოიეში (მისამართი: ქ.ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №187) შესაბამისი დოკუმენტაციით (დევნილის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის  პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა).