პირველი ადგილი ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ დაიკავა

გამარჯვებული ნუგზარ წურწუმია

18-19 ივლისს ქ. რუსთავში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის რიგით მეთვრამეტე საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1996-97 წწ დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოსწავლეებისთვის. მწვრთნელ-მასწავლებლები მამუკა ყორშია და ალმასხან ხუნჯუა.
ნუგზარი მწვრთნელთან მამუკა ყორშიასთან ერთად

42 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით I ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ. მან ღირსეულად დაამარცხა თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდების საუკეთესო ფალავნები. მასვე გადაეცა თემო ყაზარაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი საუკეთესო ჭიდაობისთვის.
46 კგ წონით კატეგორიაში 3 მოგებით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ჯონი ხეცურიანმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა ირანელ სპორტსმენთან. ორივე სპორტმენი 22 ივლისიდან სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის საქართველოს ნაკრებ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ხოლო ნუგზარ წურწუმია საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება სერბეთში 20-25 აგვისტოს.

https://www.facebook.com/ხობის-მუნიციპალიტეტის-განათლების-ცენტრი