სიმინდის მავნებლების გავრცელების საშიშროება არ არსებობს

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სიმინდის ყანებში მავნებლები: ფარვანა და მდელოს ხვატარი გავრცელდა, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა ნათესებს. გამგეობაში შემოსული განცხადების საფუძველზე, სოფლის რწმუნებულებს დაურიგდათ შესაწამლი აპარატები და პირეტროდული ინსექტიციდი -"სუპერჰექტამეტრინი 100ეკ". პესტიციდის საშულებით შეიწამლა სიმინდის ყანები და ჩატარდა მავნებლების გავრცელების საწინააგმდეგო ღონისძიებები.
ამჟამად მავნებლები ადგილობრივი ძალებით ლოკალიზებულია, სიმინდის ყანებს საფრთხე არ ემუქრება.