შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან

მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასმული საკითხის-- პროფესიული სწავლების ცენტრის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით 24 ივნისს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური კომისია თამარ ტაბიძის  ხელმძღვენელობით . სამუშაო შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტისა და სასწავლებლის ხელმძღვანელ პირებთან.კომისის წევრებმა დაათვალიერეს პროფესიული სწავლების ცენტრი,ადგილზე გაეცნენ სწავლების პროცესის მიმდინარეობას.

თამარ ტაბიძის განმარტებით:,,ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი წინადადებებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს შესაბამისს დასკვნას პროფესიული სწავლების ცენტრის  სამინისტროს  დაქვემდებარებაში გადასვლის მიზანშეწონილობის თაობაზე “.

შეხვედრის დასასრულს კომისიის წევრებმა პარტნიორობისა და მომავალში ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!