შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა  „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც აფინანსებს "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" და განახორციელებს “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”. სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  წარმოადგენს მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.
სააგენტოს მიერ საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოიკვეთა პროექტის სამი კომპონენტი: 
1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადებამცირე ფერმერებისთვის - 0%;
2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის - არაუმეტეს 8%  (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით)
3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%  (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით)
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:  www.moa.gov.ge/?p=2711

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური