რევაზ შონია


კიდევ ერთი ლამაზი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დააკლდა ხობს. ძნელია წარსულში ილაპარაკო ლამაზად მეოცნებე კაცზე, რომელსაც ტკბილი ოჯახი და საოცარი თბილი კერა ჰქონდა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ტოლ-მეგობრებში, სერიოზულობით, სიდინჯით, თითქოს ნაადრევად დაბრძენებული, მაგრამ ამავე დროს სიცოცხლეზე უზადოდ შეყვარებული იყო. ყველაფერი კარგი და ლამაზი მოსწონდა. კოხტა და პეწიანი ბიჭი მუდამ ცდილობდა ისე ეცხოვრა, რომ ხინ არსაიდან ჰქონოდა. ოჯახსაც ადრე მოეკიდა, მისიანებისა და მისი შესაფერისი კარგი ოჯახი შექმნა. ყველას მოსწონდა და უყვარდა მისი სახლის პატარა დიასახლისი ადა შელია. ახალგაზრდებმა გულით შეიყვარეს არა მარტო ერთმანეთი, არამედ სხვების სიყვარულიც შეძლეს. ერთ მშვენიერ დღეს აიწია მათმა ჭერმა, განმტკიცდა ფუძე, ახალშექმნილ ოჯახს პირველი ვაჟიშვილი ირაკლი შეემატა-მამის ასლი. –შემდეგ მეორე ალექსანდრე. ხარობდა ახალგაზრდა ოჯახი, საზრუნავს საზრუნავი ემატებოდა, ოჯახი ძლიერდებოდა. მათი ჭერი სულ მაღლა-მაღლა მიიწევდა. მდეგ ვაჟა შონიასა და ნორა ხარებავას უფროსი ვაჟი ძირითად ოჯახს გამოეყო და საკუთარი კერა შეიძინა. იქვე ახლოს დაიწყო ცხოვრება, როგორი სიხარული ჰქონდათ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ცა მათი ახალი სახლი ყოველდღიურად ლამაზ ელფერს იძენდა, ბევრს შრომობდა, იღწვოდა. თითქმის ყველაფერს თავისი ხელი აკეთებდა, ალბათ ფიქრობდა ოჯახი ისე მოეწყო, რომ იქ დარჩენილებს გაადვილებოდათ ცხოვრება. ინტუიციით გრძნობდა ბავშვობიდან მტკივნეული გულის ცუდად ძგერას. მართლაც, რომ მის ასერიგად ნალოლიავებ ცოლ-შვილთან ახალ კერაში დიდი ხანი ვერ შესძლო სიცოცხლე. გული თანდათან უფრო და უფრო აწუხებდა. ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ბევრი არ ურჩევდა ოპერაციას, მაგრამ თვითონ არ დაიალა, ვაჟკაცი იყო და და ვაჟკაცური გადაწყვეტილებაც მიიღო: ეგონა ნაოპერაციევი გულით დიდხანს შეძლებდა სიცოცხლეს. მოესწრებოდა სახლის დასრულებას. ბავშვების გაზრდა-დავაჟკაცებას, მისი და ადას ცხოვრების ბედნიერ დასასრულს, თუმცა ამჯერად უმტყუნა ალღომ, ნაადრევად დასრულდა მისი ლამაზი სიცოცხლ. გულმა ვერ გაუძლო ოპერაციის მსვლელობას. მისი გულის სარქველში სისხლმა შესწყვიტა გადასვლა, ოპერაცია რევაზისათვის საბედისწერო გამოდგა.
      რევაზ ვაჟას ძე შონია 1953  წლის 10 თებერვალს  ხობში დაიბადა. ქალაქის #1 საუალო სკოლის დასრულების დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხობის საფინანსო განყოფილებაში ინსპექტორად - შემდეგ გადაყვანილ იქნა დაზღვევის ხობის რაიონული ინსპექციაში უფროსის მოადგილედ, მალე დააწინაურეს ამავე დაწესებულების უფროსად, სადაც მუაობდა სიცოცხლის ბოლომდე. გარდაიცვალა 1985 წლის 26 მაისს.
      რევაზ შონიამ სრულიად ახალგაზრდამ, 32 წლისამ დატოვა წუთისოფელი და მარადისობაში გადასახლდა. მართლაც რა ლამაზი, ოცნებით სავსე ცხოვრება უხმობდა, მარამ ერთ წუთში დაიმსხვრა იმედები. უცებ მოვიდა ულმობელი სიკვდილი, რომელიც თანდათანობით დაბუდდა მის სხეულში.
      ცხოვრება თავისი გზი მიდის. რევაზის შვილები დაიზარდნენ ირაკლიმ სკოლაში სწავლის პარალელურად . სენაკში დაამავრა ოთხწლიანი სამხატვრო სასწავლებელი. შესაშურად დაეუფლა ფერთა გამებს, ხატვის საიდუმლოს. მეცხრეკლასელმა გამოფენაც კი მოაწყო, მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვები მამის მსგავსად დინჯები, მოსიყვარულე და შრომისმოყვარენი არიან. დედას გვერდი-გვერდ ფუსფუსებენ. შეძლებისდაგვარად აკეთებნ ყველაფერს მამის წამოწყებულს, მაგრამ აკლიათ ყველაზე სათუთი, ყველაზე კარგი და გამორჩეული მამის სიყვაული, მისეული სითბო და დარიგებანი. რაოდენ უჭირს მის უღალატო და ერთგულ მეუღლეს-ადას, რევაზის უიმისოდ. ადა ხობის #1 საშუალო სკოლის პედაგოგია, ბიჭებიც ამავე სკოლაში სწავლობენ. დედამისი შვილის გარდაცვალების შემდეგ გამოაკლდა ყველას და ყველაფერს, ძაძაებით მოსილი მხოლოდ შვილის მოგონებით ცხოვრობს.
      ნაადრევად დაბერდა და დამწუხრდა მამამისი, მისი და მაგული, ძმა პაატა და ყველა ახლობელი, მართალია რევაზი ადრე წავიდა, მაგრამ ის ყველა მათგანის გულში ცოცხლობს.
       დიდია რევაზ შონიას საგვარეულო. რამდენი ჭირისა და ლხინის სუფრა გაიშლება მათთან, პირველი მისი სადღერგძელო შეისმება, არავინ არასოდეს ივიწყებს, მათთვის რევაზი ისევ და ისევ 32 წლის ახალგაზრდა კაცია, ყველასათვის საყვარელი და ახლობელი.

ნანი კილასონია
,,ხოვსნის წიგნი“

(ეგრისელები) 1995 წელი.


ხობის ადგილობრივი გაზეთი 1985 წლის მაისის ნომერი.