„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ განსახორციელებლად შეხვედრები დაიწყო


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, გამგებლის მოადგილე ბადრი ჯობავა და ეკონიმიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია, დღეს 21 მარტს, თორსა-დღვაბის და ხამისკურის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში გასათვალისწინებელ  პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სოფლის კრებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი გიორგი ბერულავა და ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“-ის წარმომადგენელი ირმა ქორთუა. ფონდი  ევროკავშირის დაფინანსებით თანამშრომლობს და მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
      თორსა-დღვაბის თემს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“  დაერიცხა დაახლოებით 39 000 ლარი. ხამისკურის თემს კი დაახლოებით 46 000 ლარი. სოფლების მოსახლეობის გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რომ გაკეთდეს საფეხბურთო მოედანი, ასევე მოთხოვნილ იქნა  გზისპირად არსებულ საყანე ნაკვეთებისა და სასაფლაოების შემოღობვა, გზების მოხრეშვა და სახნავ მიწებთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია,  ხამისკურის თემის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის საწრეტი არხების გაყვანა და მოხრეშვა.
      „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში სოფლებში  საერთო კრებების ჩატარება გაგრძელდება და ის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და თემს მოიცავს.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!