ხობში დასახლებულ პერიმეტრთან ახლოს ხანძარი გაჩნდა


   რადიო „ათინათს“ შეატყობინეს რომ, რამდენიმე წუთის წინ ხობში, რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე,300 მეტრის ფართობზე ნაძვნარს ცეცხლი გაუჩნდა.
   ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობდა და მისი გავრცელების საშიშროება არსებობდა. თუმცა, როგორც რადიო “ათინათთან” საუბარში წყარომ განაცხადა, ადგილზე დროულად მივიდა ხობის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციათა სამაშველო სამსახური და მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლის კერა ამ დროისთვის მთელ პერიმეტრზე ლოკალიზებულია.