არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ტრენინგი ხობში


     25 თებერვალს ხობის საჯარო ბიბლიოთეკაში არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB)  გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა  „კოლექტიური ცენტრების და მეზობელი თემების მაცხოვრებელთათვის კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგი  ინკლუზიური მიდგომით“.  პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად  და პირველ ეტაპზე ტრენინგში ჩართულები არიან დევნილები და გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
    არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) წარმოადგენს გერმანულ არასამთავრობო, არაკომერციულ,  არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც მოღვაწეობს 1888 წლიდან. ორგანიზაცია საქმიანობს როგორც სოციალური კეთილდღეობისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, ასევე კატასტროფის მზადყოფნისა და საგანგებო შემთხვევების მართვის მიმართულებით.
    პროექტის მიზანია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მეზობელი თემების მოწყვლადობის (დაუცველობის) შემცირება სხვადასხვა ბუნებრივი თუ ტექნოგენური (მაგ. ხანძარი) კატასტროფის შემთხვევაში - სათანადო ცოდნის ამაღლებისა და სამოქმედო გეგმის გავრცელება-დაფუძვნების გზით. პროექტში გათვალისწინებულმა საბაზისო განათლებამ ექიმამდელი დახმარების თაობაზე, ხელი უნდა შეუწყოს დაშავებული პირისთვის სიცოცხლის გადასარჩენი ღონისძიებების ჩატარებას.