19 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ


ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ, ავარიული განაცხადით, N109 საყრდენზე ტრავერსის სამონტაჟო სამუშოების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ყორათი (35/6 კვ-იანი ქვესადგურები პატარა ფოთი-I-II), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის 612 აბონენტს  ჭალადიდის თემში ( სოფელ საჭოჭუო), სოფელ პატარა ფოთისა  და შავღელეში.
   ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური  პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე  აღუდგებათ.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!