ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების გამოფენა


ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით  იმართება  ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ გამოფენა-სტენდური კონფერენცია, როგორც გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ განაცხადა,  გამოფენა  ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პარტიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან  80, ხოლო აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს და ის მომავალშიც გაგრძელდება.
გამოფენა სამ დღეს გასტანს  სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ წარმოდგენილ ნივთებს და მიიღონ ისტორიული სახის ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

www.khobi.ge