ნორჩ მძლეოსანთა მორიგი წარმატებები



მიმდინარე წლის 18-29 იანვარს, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ ჩაატარა სასწავლო-საწვრთნელი შეკრება და ზამთრის ღია ჩემპიონატი საქართველოს სასპორტო სკოლების მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობის წარმატებული მოსწავლეებისათვის (150 მონაწილე). ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ  „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“-ს სასპორტო სკოლის ნორჩმა მძლეოსნებმა.
      800 და 1500 მეტრ გარბენებში მე-3 ადგილი მოიპოვა ჯიმშერ ბუკიამ, 1998-2000 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის გამართულ შეჯიბრებში 60 და 150 მეტრ გარბენებში მე-2 ადგილი მოიპოვა გრიგოლ ახალაიამ (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).