თათბირი ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებთან


23 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ,  გამგებლის მოადგილეებთან ერთად სამუშაო  შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის ერთეულების რწმუნებულებთან. თათბირზე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მესკუთრეების მონაცემთა ბაზის დაზუსტებსა და  შექმნის ფარგლებში  მიმდინარე საკითხებზე. როგორც გამგებელმა განაცხადა, სახელმწიფოს გათვალისწინებული აქვს  ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოების სახელმწიფო ხარჯებით შესრულება. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე და პერსპექტივებზე. მონიშნულ იქნა სხვადასხვა გასათვალისწინებელი საკითხები.

www.khobi.ge