ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა


18 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა. ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოსდა გამგეობის წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის პირველი სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.

საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 2 საკითხი :

1. "ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ" განკარგულების პროექტის განხილვა. (მომხსენებელი : მ. ქარდავა - საკრებულოს თავმჯდომარე; თანამომხსენებელი : დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

2. "ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ" განკარგულების პროექტის განხილვა. (მომხსენებელი : მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

განსახილველი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომა დაიხურა.