ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

   ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში გრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები ქ. ხობში ფოთის ქუჩაზე,  გურიფულისა და შუა ხორგის თემებში. ასევე, ქ. ხობში, „სათნოების სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა  საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე და კოლხეთის დასახლებაში   დასრულდა გარე-განათების მოწყობის სამუშაოები, პირველი მაისის თემში - ეკლესიის მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხამისკურის თემში - პიერ კობახიძის სახელობის სახლ-მუზეუმის წინ ღელეზე წარეცხილი ნაპირის გამაგრების სამუშაოები, ხამისკურის თემის საფარცვანიოს უბანში  ასევე დასრულდა  ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები.   წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა პირველი მაისის თემის „ოქროს საწმისის“ უბანში,  სასმელი წყლის მაგისტრალი მოეწყო ასევე ხამისკურის თემში. რაც შეეხება ადგილობრივი გზების მოხრეშვის სამუშაოებს, იგი დასრულდა ქ. ხობში, კინოთეატრ „თუთარჩელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამეგრელოს ქუჩაზე და კოლხეთის დასახლებაში, ასევე   ნოჯიხევისა და ახალი სოფლის თემებში. პროგრამის ფარგლებში ობიექტზე მოხდა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ავტოგრეიდერით გაშლა.