ხობის ,,კოლხეთი’’ კვლავ ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ქვეჯგუფში

14 ოქტომბერს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების  მატჩი, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და თბილისის ,,ლოკომოტივი’’ შეხვდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა ,  პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი სტუმართა კარში მეათე ნომრით მოთამაშე ხობის კოლხეთის ფეხბურთელის ლევან ჯიქიძეს მიერ იქნა გატანილი . ასევე აღსანიშნავია ხობელთა მეკარის ზაზა გელაშვილის კარგი თამაში. 
     ხობის ,,კოლხეთი’’ კვლავ ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ქვეჯგუფში.