ხობის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო
წელს განახლებული სკოლებით შეხვდა.  მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო
სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში. 
თორსის  საჯარო სკოლაში სრულად იქნა რეაბილიტირებული პირველი
და მეორე სართულები; შავღელეს საჯარო სკოლაში დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
და გარემონტდა დერეფანი; ახალსოფლის საჯარო სკოლაში შესრულდა სკოლის შენობის გადახურვის
სამუშაოები;  შუა ხორგის საჯარო სკოლაში  განხორციელდა ფასადის რეაბილიტაცია; ქვემო ქვალონის
№2 საჯარო სკოლაში შესრულდა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი და ფასადის სარეაბილიტაციო
სამუშაოები; პირველი მაისის საჯარო სკოლაში გარემონტდა დერეფანი; გამოიცვალა კარები
და შეიღება გვერდითა ფასადი; ხამისკურის საჯარო სკოლაში კი ფასადისა და დერეფნის სარეაბილიტაციო
სამუშაოები განხორციელდა. 
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ასევე ხობის №2 საჯარო სკოლაში, სადაც გამოიცვალა კარები და მოხდა დერეფნის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ასევე ხობის №2 საჯარო სკოლაში, სადაც გამოიცვალა კარები და მოხდა დერეფნის რეაბილიტაცია.
 
