ხობის „კოლხეთის“ მორიგი გამარჯვება ახალ სეზონზე



5 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და სოხუმის „აეტი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდანვე  დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ თამაში ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.