„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მიმდინარეობა საჯიჯაოს თემში



„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება ხობის მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლებისათვის პრიორიტეტული საკითხებისა გადაჭრა.
 პროგრამის ფარგლებში  საჯიჯაოს თემში შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდა:  სოფლებში ზენსა და ჯაპიშაქარში  ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს გზის ამ მონაკვეთებზე სოფლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა სოფელ გაღმა საჯიჯაოში და ჯაპიშაქარში. სოფელ ზენში კი დასრულდა  საყანე ფართობის შემოღობვისა და სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები.