ხობის „კოლხეთის“ მორიგი გამარჯვება VIDEO



14 სექტემბერს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად ხობის „კოლხეთმა“ კვლავ შეძლო წამყვანი პოზიციის შენარჩუნება და გუნდს კიდევ ერთი 3  ქულა შესძინა. საბოლოოდ თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.