ხობის მუნიციპალიტეტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიას შეუერთდა VIDEO


6, 17 და 18 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.
კამპანია ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვას“ მიერ.
გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიაში ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს პროექტის მიმართ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ქუჩების დასუფთავებაში. აღნიშნულ კამპანიაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების  წარმომადგენლები. აქციას მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური უნიფორმები, ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები.
ხობის მუნიციპალიტეტში  პროექტის კოორდინატორია ქალბატონმი მედეა ქობალია, რომელმაც  ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს დასუფთავება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. წელს კამპანია ტარდება დევიზით: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა დავასუფთაოთ მსოფლიო".
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.