ტრენინგი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში






აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის (NEO)  ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სააგენტომ ჩაატარა ტრენინგი თემაზე ამერიკული თეთრი პეპლის მატლების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიეწოდა ინფორმაცია მავნებლის გავრცელების არეალის, ზრდა-განვითარების სტადიებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.
ტრენინგს  ესწრებოდნენ  გამგეობის სამსახურები, მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.