„ნაციონალურმა მოძრაობამ“  ხობის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი  წარადგინა. მართველი გუნდიდან დასახელებული  გოდერძი ბუკია დღეს სოფელ ჭალადიდსა და ახალსოფელში იმყოფებოდა და ადგილობრივებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ბუკია ადგილობრივებს დაპირდა რომ მარცვლოვანი კულტურის გადამამუშავებელ საამქროში, რომელიც რაიონში აშენდება, 500 ადგილობრივი დასაქმდება.
ბუკიას განცხადებით, სოფელ ხეთაში მასშტაბური ახალგაზრდული ქალაქიც აშენდება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. 
 

