ხობის მუნიციპალიტეტი კახეთში გამართულ ქართული ყველის ფესტივალზე




21 აპრილს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის ბაღში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის ყველის მწარმოებელმა 40-მდე  კომპანიამ  და წვრილმა ფერმერმა, რომლებმაც ყველისგან ორიგინალური ფიგურები და ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები წარმოადგინეს. მათ შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა, რომელმაც რძის პროდუქტები, მეგრული სულუგუნი, პიტნიანი სულუგუნი, ძველი წარმოების გაწურული ყველი ე.წ. „ლაგუჩი“, პიტნიანი ნადუღი და გებჟალია  დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა სახის დეკორაციით, ორიგინალურად გაფორმებული წარუდგინეს.
ფესტივალს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.  
ღონისძიების მიზანია, ქართული ყველის წარმოების უძველესი ტრადიციების და ქართული ყველის სახეობების პოპულარიზაცია და მომხმარებელთათვის გაცნობა, ახალი ფერმერების, ყველის მწარმოებელი ქარხნების და მეწარმეების აღმოჩენა.  


ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!