ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები.
ახალსოფლის თემში, სანადარაიოს უბანში განხორციელდა  წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ობიექტზე მოეწყო წყალსადენის პლასტმასის მილი.
აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის  42 აბონენტის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.