ქსელური შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტში



 5 აპრილს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ის (CHCA) მიერ ჩატარდა ქსელური შეხვედრა პროექტზე: შესაძლებლობების განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის სერვისების უზრუნველყოფა სამეგრელოს რეგიონში“, რომელსაც ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე მურთაზ ბოკუჩავა, გამგეობის  სამსახურების უფროსები, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  წარმომადგენელი და სათემო ჯგუფის წევრები.
შეხვედრაზე სათემო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს  თავიანთ თემებში არსებული პრობლემური საკითხები, კერძოდ, გზის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდის საკითხი, თემებსა და სოფლებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თემში მცხოვრები ადამიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, აგრეთვე თემში არსებული პრობლემების გამოვლენა და ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!