9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა




9 აპრილს, ხობში,  ერის დაუვიწყარი ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე აღინიშნა. დაღუპულთა ხსოვნის მემერიალთან დილიდანვე შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო სამსახურის  წარმომადგენლები და  მოსწავლე ახალგაზრდობა, რომლებმაც  პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. 
მემორიალი, ასევე,  ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძემ.