ხობის „საარჩევნო ბიუჯეტი“


-„ხობის ახალი ბიუჯეტის პროექტი მთლიანად საარჩევნო წელსაა მორგებული. გაზრდილია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები, ასევე საწვავის და ავტომობილის მომსახურეობის ხარჯები.“- განაცხადა tspress.ge-სთან სუბარში ხობის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის „ხობი-დემოკრტების“ ლიდერმა ბორის ბერაიამ.
ბერაია აღნიშნავს, რომ ამის პარალელურად,  სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი დახმარებისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება.

პროექტის მიხედვით, ხობის ბიუჯეტი მთლიანობაში 6 მილიონი ლარია.

აქედან, 1,9 მლნ  წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოების ხარჯებია.

ხობის საკრებულოს თანამშრომლების რაოდენობა  მიმდინარე წელს ორით შემცირდა, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა წლევანდელზე 40 ათასი ლარით მეტია. იზრდება გამგეობისა და უკლებლივ ყველა სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებისა და ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხებიც.

ხობის საკრებულო 2012 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად,  ორგანული კანონის შესაბამისად, ვადა წლის ბოლომდე აქვს.
ავტორი: პაატა ლაგვილავა

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!