მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში დასრულდა



დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო და მასში 32 მობილიარდე იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდებში პირველი ადგილის მფლობელი თემურ სირაძე გახდა, მეორე ადგილზე ფრიდონ გამისონია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლუკა ლოლუამ დაიკავა. უფროსებში კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი კარლო ჩაჩიბაიამ დაიკავა, მეორე ადგილზე გოჩა კიზირია გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ლაშა კვაშილავა გახდა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები გამგეობის მიერ დაწესებული თასებით, სიგელებითა და პრიზებით ხობის მუნიციპალლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა გიორგი გაწერელიამ დააჯილდოვა.