კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო




შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მიიღო, რომელმაც მიღწეული წარმატებები თითოეულ მათგანს მიულოცა და საჩუქრად წიგნები  გადასცა.
„მომავალი თქვენით იწყება...
გამარჯვება განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულთა ხვედრია. დღეს ყველაფერი ეფუძნება ცოდნას და კარგია, რომ თქვენ ამას სკოლაში ეუფლებით, რაც პედაგოგების დამსახურებაა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ახალი იდეები უნდა მიაწოდოთ სამყაროს, დააფასოთ  ტრადიციები, დაანახოთ აწმყო და საფუძველი ჩაუყაროთ იმ საზოგადოებას, რომელსაც თქვენ და თქვენი თანატოლები ინტელექტით და დიდი სულიერებით წარმართავთ.
საამაყო წარსულითა და აწმყოთი გამორჩეულ ხობს თქვენისთანა მომავალი ნამდვილად სჭირდება.“ - აღნიშნა გამგებელმა.



ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!