საქართველოს პრეზიდენტმა ხობში ახალი ჰოსპიტალური საავადმყოფო გახსნა

7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხობში ზოგადი პროფილის საავადმყოფო გახსნა. ხობის საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. ,,ბლოკ- ჯორჯიამ~ ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერითა და TBC ბანკის თანადაფინანსებით სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ვადაზე 9 თვით ადრე შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა კლინიკის გახსნისას ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ,,დღეს აქ ნათლად სჩანს განსხვავება ძველსა და ახალ სისტემას შორის, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ეს არის ის ეფექტური პროექტი, რითაც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება მკურნალობა და რეაბილიტაცია.”

კლინიკაში სამედიცინო მენეჯმენტის მართვას ახორციელებს შ. პ.ს.,, პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელი’’. კლინიკის კადრები მთლიანად ადგილობრივი რესურსითაა დაკომპლექტებული, რომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე,ასევე ,,პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელი’’ იზრუნებს.

კლინიკის სამედიცინო მომსახურების პროფილსა და მაღალტექნოლოგიური აპარატურით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა შრომის,ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა-ანდრია ურუშაძემ.

ხობის ჰოსპიტალური საავადმყოფოს გახსნას დაესწრნენ მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები, სამედიცინო პერსონალი და ქვეყნის მედია –საშუალებების წარმომადგენლები.

,,ასი საავადმყოფოს“ პროგრამით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს აბაშის, ფოთის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, რაც რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.