საჯიჯაოელების დიალოგი ხელისუფლებასთან

19 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორი ტყებუჩავა საჯიჯაოს კულტურის სახლში შეხვდა სოფლის მოსახლეობას. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან და პოლიციის სამმართველოდან აგრეთვე სტუმრები დედაქალაქიდან:ისტორიის მეცნირებათა დოქტორები, პროფესორები თამაზ ბერაძე და გონერ არახამია. გამგებელი მიესალმა საჯიჯაოელებს , რომლებიც მობრძანდნენ დიალოგზე ხელისუფლებასთან მან აღნიშნა:,,.. რომ საჯიჯაო უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერთ-ერთი უდიდესი სოფელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა რეგიონის აღმშენებლობის საქმეში. ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფლის იერსახეც თვანათლივ შეიცვალა: გარემონტდა ადმ.შენობები: კულტურის სახლი, საშუალო სკოლა, ფუნქციონირება დაიწყო საბავშვო ბაღმა და საექიმო უბანმა, მოეწყო გარე განათება და მოხდა გზის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა დასაძლევი. დიდია სოციალურად შეჭივრებულთა და უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობა პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას მოგვმართავს, გამგებელთან მიღების დღეებში მთხოვნელთა რიგებია, ასევე არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტში გამოსვლას. ამიტომ დღეს ჩამოვედი თქვენთან რათა მოგისმინოთ ადგილზე გავეცნოთ პრობლემებს. მივიღოთ რეალური და
შესაძლებელი გადაწყვეტილებები ასევე თქვენთან ერთად დავგეგვმოთ ,სოფლად განსახორციელებელი აუცილებელი პროექტები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს..“ საჯიჯოელებმა მადლიერება გამოხატეს ბოლო დროს განხორცილებული პროექტების შესახებ, მაგრამ ამასთან გამოთქვეს გულისტკივილი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების დაგვიანებისა, საქონლის გახშირებული და გაუხსნელი ქურდობების გამო, დიდი უკმაყოფილება და უნდობლობა გამოითქვა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მოითხოვეს ზუბი-ჯაპიშაქრის გზისა და გაღმა საჯიჯაოს სკოლის რეაბილიტაცია, მინი_ სტადიონისა და მილხიდების გაშენება. მოსახლეობის მხრიდან დასმულ ყველა საკითხზე დამაჯერებელი ახსნა-განმარტებებით უპასუხეს მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებმა. საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საქმიანი დიალოგის ფორმატით შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მიმდინარე და შესასრულებელი პროექტების დასაჩქარებლად და დროულად ჩაბარების შესახებ.რაც შეეხება მოთხოვნებს ახალი პროექტების განხორციელებაზე, გამგეობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა აუცილებელი პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში, შესაძლებლობების ფარგლებში ჰპოვებს ასახვას.