სკოლბურთის ფინალი

2009 წლის 5, 7 და 8 მაისს ხობში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი ,,სკოლბუთი 2009’’. ტურნირი ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელშეწყობით. ,,სკოლბურთი 2009’’-ში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლამ. ტურნირის გამარჯვებული გახდა ქ. ხობის #1 საჯარო სკოლა მეორე ადგილი დაიკავა ჭალადიდის საჯარო სკოლამ მესამე ადგილი ქვემო ქვალონის საჯარო სკოლა.