კონკურსი სახელწოდებით ,,არა! ,,შავი კვადრატი’’

,,ნუგეში"-ის და ფოთისა და ხობის ეპარქიის საგანმანთლებლო და გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ ჩატარდა კონკურსი ,,არა! ,,შავი კვადრატი’’. კონკურსის აღწერა: საუკეთესო ნამუშევრები სახვით (ფერწერა და გრაფიკა) და ფოტო ხელოვნებაში, ასევე საუკეთესო პროზაული და ლიტერატურული პოეტური ნაწარმოებები (მოთხრობა, ნოველა, ლექსი..) საკონკურსო თემატიკა: ,, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო’’ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ფოთისა და ხობის ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა (ასაკი 13-25 წელი). კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად _ შესარჩევი ტური და ფინალი. ფინალური ეტაპი ჩატარდა 2009 წლის 17 მაისს ქ. ფოთში მეზღვაურთა კლუბში. საუკეთესო ფერწერული ნაწარმოებისათვის პირველი ადგილი მიანიჭეს ხობის საერო საშუალო სკოლა ,,არეა’’-ს VII კლასის მოსწავლეს მარიამ ყურუას. ხობის საერო საშუალო სკოლა ,,არეა’’-ს გადაეცა პრიზი საუკეთესო შემოქმედებითობისათვის. საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის პირველი ადგილი მიეკუთვნა ახალი ხიბულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს თამთა ლაშხიას. მასვე გადაეცა კონკურსის გამარჯვებულის პრიზი.