2009 წლის მაისის არქივი


31-მაისი-2009

ნორჩ–ფეხბურთელთა წარმატება რეგიონალურ ტურნირზე.
განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის 1993 წ. დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი (მწვრთნელ–მასწავლებელი რ.ქაშიბაძე) რეგიონალური ტურნირის თამაშების ჩემპიონი გახდა.
27-მაისი-2009

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო
26 მაისს 18:00 სთ-ზე ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის , განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მხატვრული კომპოზიცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობა, საზოგადოების წარმომადგენლები და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, გამგებელი იგორ ტყებუჩავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.
27-მაისი-2009

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის -26 მაისისადმი მიძღვნილი კვირეული საჯარო სკოლებში
18-22 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმაანთლებლო სკოლებში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის _ 26 მაისისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული. 27 მაისს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა მასწავლებელთა შემოქმედებითი კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მასწავლებელთა პრეზენტაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით: 1. “რომ არა 1918 წელი” -მედეა ვარდია (ქ. ხობის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი) 2. “დამოუკიდებელი საქართველო და რეგიონები” - როზა ქირია (ხეთის საჯარო სკოლის პედაგოგი) 3. “საქართველოს დამოუკიდებლობა ქართულ პოეზიაში” - მაია ალექსანდრია (ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი) 4. “მთაწმინდის შვილები” -ეკა ცხადაია (ნოჯიხევის საჯარო სკოლის პედაგოგი) 5. “დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე” _ პელო გოგოლაძე (ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის პედაგოგი) 6. “უფალს და სამშობლოს შეწირული სულები” - შორენა ვეკუა (ქ. ხობის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი) აღნიშნულ პრეზენტაციაზე აგრეთვე მოწვეული იყვნენ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა გერგაიამ, სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ კონკურსში მონაწილე მასწავლებლებს და საჯარო სკოლებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის.
27-მაისი-2009

მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია
27 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის ეგიდით ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, კონფერენციის მიზანი გახლდათ ახალგაზრდა თაობის თვითრეალიზაციის, მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და ცხოვრებაში დანერგვის, სისტემური ხედვისა და ინტერპრეტაციის უნარის, ინდივიდუალური საკვლევაძიებო სამუშაოს, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, საჯაროდ წარმოდგენის ჩვევების გამომუშავების, პრეზენტაციის უნარის განვითარების, ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად ნიჭისა და უნარის გამოვლენა-განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია დაყოფილი იყო 2-სექციად. პირველი: სამოქალაქო საზოგადოების არსის, მისი განვითარების სექცია. მეორე: ხალხური შემოქმედების განვითარების სექცია. კონფერენციის შემფასებელმა კომისიამ შეისწავლა მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებითა და ექსკურსიით. პროექტი შეადგინა საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკითხების მთავარმა სპეციალისტმა - ნანა ბუკიამ.
26-მაისი-2009

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრება მძლეოსნობაში
26 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრებები მძლეოსნობაში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გოგონებსა და ჭაბუკებში. გოგონები გამოდიოდნენ შემდეგ სახეობებში: 60 მ. რბ. 400 მ. კროსი–სიგრძეზე ხდომა. ჭაბუკები მონაწილეობდნენ 100 მ. რბ. 500 მ. კროსი–სიგრძეზე ხდომა. გამოვლინდნენ პერსპექტიული სპორტსმენები თამთა სართანია–ჭალადიდის საჯარო სკოლა, გურამ პაჭკორია–ნოჯიხევის საჯარო სკოლა.
25-მაისი-2009

24 მაისს ქ. ფოთში ინტელექტუალური თამაშის “გლობუსი” ფინალური ეტაპი გაიმართა
ქ. ფოთში 24 მაისს ფოთისა და ხობის ეპარქიის ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრის “ნუგეშის” მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის “გლობუსის” ფინალური ეტაპზე I, II და III ადგილი ხობელებმა გადაინაწილეს. "გლობუსის” გარდამავალი თასიც ხობელებს ხვდათ წილად. I ადგილი _ გიორგი ბერაია (ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა). II ადგილი _ თამთა ლაშხია (ახალი ხიბულის საჯრო სკოლა). III ადგილი _ ნიკა სერგია (ქ. ხობის #2 საჯარო სკოლა). გარდამავალი თასი “გლობუსი” ქ. ხობის #2 საჯარო სკოლას გადაეცა. G გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
25-მაისი-2009

ადიდებულმა ჭანისწყალმა ხიდი დააზიანა
24 მაისს ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ (ჭანისწყალი) სოფელ ძვ. ხიბულამდე მისასვლელი გზის მარცხენა სანაპირო გაარღვია, დააზიანა ძველი და ახალი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდიც, რომელსაც ჩამოერღვა მარჯვენა საყრდენი ბურჯი, რის გამოც ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია. ადიდებულმა მდინარემ დატბორა მოსახლეობის ნათესი მიწის ფართობებიც. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ დაათვალიერა სტიქიის ადგილი და მდ. ჭანისწყალის სანაპიროს ძვ.ხიბულის მონაკვეთზე საგანგაშო სიტუაცია დააფიქსირა. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამგებელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების დაუყონებლივ ჩატარება, რომლის შესრულების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იძლევა. მოსახლეობა დახმარებისათვის საქართველოს მთავრობას მიმართავს თხოვნით.
21-მაისი-2009

პროფკავშირების საჩუქარი მეხანძრეებს
მიმდინარე წლის 21 მაისს საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის და ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროკომიტეტმა (თავმჯდომარე დინა ჯანჯღავა) სახანძრო სამაშველო სამსახურს (უფროსი გ.არაჩემია) საჩუქრად გადასცეს ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. გასულ და მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეებს გაეწიათ ფულადი დახმარება. მსგავსი სახის თანადგომა და დახმარება პროფესიული კავშირის მიერ კვლავაც გაგრძელდება.
20-მაისი-2009

გდი-ს საჩუქარი უპოვართა სასადილოს
2009 წლის 19 მაისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს- სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ აღკვეთილ იქნა უკანონოდ თევზის (კამბალა) გადაზიდვის ფაქტი, აღნიშნული აკრძალული ტვირთი ჩამორთმეულ იქნა და გადაეცა სამეგრელოს სხვა და სხვა უპოვართა დაწესებულებებს, მათ შორის ხობში არსებულ მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს.
19-მაისი-2009

რკინიგზის სადგური ``ხობი``კომერციულ ოპერაციებს იწყებს
შ.პ.ს ``საქართველოს რკინიგზის`` დირექტორთა საბჭოს დადგენილების თანახმად, სადგურ ხობს ნება მიეცა 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აწარმოოს კომერციული ოპერაციები.
19-მაისი-2009

14-16 მაისს ქ. თბილისში გაიმართა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა III საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი ეტაპი.
კონკურსის მიზანია გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ VII-XII კლასელ მოსწავლეთათვის საკუთარი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობის მიცემა, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მათი შეფასება და წახალისება. კონკურსში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვით. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან, აგრეთვე საზღვარგარეთიდან კონკურსზე წარმოდგენილ იქნა 60 პროექტი. “ჩაღლარის” მიერ ორგანიზებულ “ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა III საერთაშორისო კონკურსის რესპუბლიკურ და შემდგომ საერთაშორისო ტურში გაიმარჯვა და III ადგილი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ყულევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ანა კაკულიამ. მან წარადგინა პროექტი სახელწოდებით: “თევზსაჭერი ბადე”. გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა.
19-მაისი-2009

საკრებულოს გასვლითი სხდომა
2009 წლის 19 მაისს სოფელ ჭალადიდში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა. დღის წესრიგით გათვალიწინებული იყო 19 საკითხის განხილვა. მათ შორის: 2 დადგენილების პროექტი, ინფორმაციების მოსმენა ადგილობრივი ბიუჯეტის და იურიდიული პირების I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ და ასევე, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენა 2009 წლის I კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ. საკრებულოს სხდომის დასრულების შემდგომ, სოფელ ჭალადიდის ამომრჩეველთა მონაწილეობით შედგა საკრებულოს ღია კარის სხდომა, სადაც დაისვა სოფელში არსებული პრობლემატური საკითხები. მოსმენილ იქნა მოსახლეობის წინადადებები და მოთხოვნები. დასმულ შეკითხვებზე თანამდებობის პირთა მიერ გაიცა შესაბამისი პასუხები.
18-მაისი-2009

დაინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2009 წლის 14 მაისიდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად დაინიშნა კახაბერ ნადარაია.
18-მაისი-2009

დაინიშნა ქ. ხობის რწმუნებული
2009 წლის 15 მაისიდან გემგეობის რწმუნებულად ქ. ხობში დაინიშნა კარლო ჯობავა ამასთან განთავისუფლდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან.
18-მაისი-2009

კონკურსი სახელწოდებით ,,არა! ,,შავი კვადრატი’’.
,,ნუგეში"-ის და ფოთისა და ხობის ეპარქიის საგანმანთლებლო და გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ ჩატარდა კონკურსი ,,არა! ,,შავი კვადრატი’’. კონკურსის აღწერა: საუკეთესო ნამუშევრები სახვით (ფერწერა და გრაფიკა) და ფოტო ხელოვნებაში, ასევე საუკეთესო პროზაული და ლიტერატურული პოეტური ნაწარმოებები (მოთხრობა, ნოველა, ლექსი..) საკონკურსო თემატიკა: ,, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო’’ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ფოთისა და ხობის ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა (ასაკი 13-25 წელი). კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად _ შესარჩევი ტური და ფინალი. ფინალური ეტაპი ჩატარდა 2009 წლის 17 მაისს ქ. ფოთში მეზღვაურთა კლუბში. საუკეთესო ფერწერული ნაწარმოებისათვის პირველი ადგილი მიანიჭეს ხობის საერო საშუალო სკოლა ,,არეა’’-ს VII კლასის მოსწავლეს მარიამ ყურუას. ხობის საერო საშუალო სკოლა ,,არეა’’-ს გადაეცა პრიზი საუკეთესო შემოქმედებითობისათვის. საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის პირველი ადგილი მიეკუთვნა ახალი ხიბულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს თამთა ლაშხიას. მასვე გადაეცა კონკურსის გამარჯვებულის პრიზი.
18-მაისი-2009

დაინიშნა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
2009 წლის 14 მაისიდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ირაკლი ჯგერენაია.
17-მაისი-2009

ტრენინგი გამგეობის რწმუნებულთათვის
17 მაის ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა ჯგუფთან ჩატარდა ტრენინგი. ძირითადი თემით `` პრობლემების გამოვლენა და პრიორიტიზაცია საზოგადოების მონაწილეობით`` ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო ასოციაციამ ``კივიტას გეორგიკა``-მ -ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი.
16-მაისი-2009

თათბირი გამგეობაში
15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ ჩაატარა მორიგი თათბირი სოფლის რწმუნებულებთან, ქალბატონმა რალამ მოისმინა გამგებლის რწმუნებულებისაგან ინფორმაციები სტიქიის შემთხვევაში გასატარებელ ღონისძიებებზე, ვინაიდან სინოპტიკოსების ინფორმაციით მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რაც აუცილებლად გამოიწვევს მდინარეების ადიდებას და კალაპოტიდან გადმოსვლას თათბირზე იმსჯელეს აგრეთვე ,,ამერიკული თეთრი პეპელა"-ს წინააღმდეგ ჩასატარებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე. სოფლის რწმუნებულებს მიეცათ მითითებები, რომ დროულად იყოს მოსახლეობა ინფორმირებული, თუ როგორი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მავნებლის გავრცელების წინააღმდეგ.ქალბატონმა რალამ აღნიშნა,რომ დროულად გატარებული მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებები შეამცირებს მავნებლის გავრცელებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცენარეების და მოსავლის გადარჩენას. თათბირზე გამგებლის რწმუნებულებს მიეცათ დავალება მოსახლეობას დროულად მიაწოდონ შესაწამლი ინსექტიციდი.
15-მაისი-2009

მეთორმეტე კლასელთა ბოლო ზარი
წელს პირველად მთელ საქართველოში სკოლას მეთორმეტე კლასელები დაამთავრებენ. ხობის მუნიციპალიტეტის 505 მეთორმეტე კლასელისათვის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. 41 მოსწავლე წარჩინებით ამთავრებს სკოლას. 163 მოსწავლე დარეგისტრირებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში.
09-მაისი-2009

პრობაციონერთა საქველმოქმედო აქცია ხობში
9 მაისს სამეგრელო ზემო-სვანეთის პრობაციის ბიურომ ხობის მონასტერში ჩაატარა საქველმოქმედო აქცია. ხობში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერებმა მონაწილეობა მიიღეს მონასტრის კარმიდამოს მოსაწესრიგებელ სამუშაოებში. აქციას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის უფროსი ლევან კალანდია, ბიუროს ოფიცერი ხობის რაიონში ნოე ბუკია.
09-მაისი-2009

ფაშიზმზე გამარჯვების 64-ე წლისთავი.
2009 წლის 9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა გამართა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. რომლებაც ხეთის საბრძოლო დიდების მუზეუმში პატივი მიაგეს სმამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. 13 საათზე კი ხობის კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო ინსცენირებული სანახაობა. ღონისძიების ბოლოს ვეტერანების პატივსაცემად გაიმართა ვახშამი.
08-მაისი-2009

სკოლბურთის ფინალი
2009 წლის 5, 7 და 8 მაისს ხობში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი ,,სკოლბუთი 2009’’. ტურნირი ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელშეწყობით. ,,სკოლბურთი 2009’’-ში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლამ. ტურნირის გამარჯვებული გახდა ქ. ხობის #1 საჯარო სკოლა მეორე ადგილი დაიკავა ჭალადიდის საჯარო სკოლამ მესამე ადგილი ქვემო ქვალონის საჯარო სკოლა
08-მაისი-2009

ინტელექტუალური თამაში ,,გლობუსი"
ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებული ქრისტიანული სულიერების და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი ,,ნუგეში"-ის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში ,,გლობუსი"-ის მეორე ეტაპზე გავიდნენ: 1. ნიკა სერგია (ქ.ხობის #2 საჯარო სკოლა _ 78 ქულა 2. თამთა ლაშხია (ახალი ხიბულის საჯარო სკოლა) _71 ქულა 3. ცოტნე კალანდია (ახალი ხიბულის საჯარო სკოლა) _ 70 ქულა 4. გიორგი ბერაია (ქ.ხობის #2 საჯარო სკოლა _ 67 ქულა 5. აკაკი ღურწკაია (ახალი ხიბულის საჯარო სკოლა) _ 65 ქულა მეორე ეტაპი გაიმართება 2009 წლის 9 მაისს 11 საათზე მისამართი: ქ. ფოთი. გურიის ქ. #1
08-მაისი-2009

გამგებლის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან
2009 წლის 8 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ გამართა მორიგი შეხვედრა სოფელ პატარა ფოთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ წარმოჩენილ იქნა სოფლისათვის პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები: სოფლამდე მისასვლელი გზის აღდგენა, საბავშვო ბაღის გარემონტება, დაზიანებული წყალსადენის აღდგენა, ელექტრო სადენების რემონტი და გამრიცხველიანების დაწყება. საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოებთან დაკავშირებით დახმარება და ა.შ. გამგებელმა ყველა საკითხი გულდასმით მოისმინა და შესაბამისად მოსახლეობამ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი მიიღო. მათთვის გაურკვეველი საკითხი არ დარჩენილა. გამგებელთან შეხვედრით კმაყოფილმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარების იმედი გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგებელმა დაათვალიერა პ/ფოთისა და შუა ხორგის საჯარო სკოლები.
07-მაისი-2009

დაინიშნა გამგებლის მოადგილე
2009 წლის 7 მაისს ``საჯარო სამსახურის შესახებ`` საქართველოს კანონის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა რალა ჩემია. დაკავებულ თანამდებობამდე რალა ჩემია მუშაობდა გამგებლის თანაშემწედ.
07-მაისი-2009

დაინიშნა სამხედრო მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
2009 წლის 6 მაისს ``საჯარო სამსახურის შესახებ`` საქართველოს კანონის შესაბამისად სამხედრო მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ელგუჯა ხასია.
07-მაისი-2009

დაინიშნა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი
2009 წლის 6 მაისს ``საჯარო სამსახურის შესახებ`` საქართველოს კანონის შესაბამისად სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა გოჩა არაჩემია.
06-მაისი-2009

დახმარება ახალშობილებს
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამის პაკეტიდან აპრილის თვეში ახალშობილთა დასახმარებლად გამოიყო 3600 ლარი.
06-მაისი-2009

საჩუქარი ომის ვეტერანებს
ფაშიზმზე გამარჯვების 64 წლისთავთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამის პაკეტიდან ომის 48 ვეტერანს საჩუქრის სახით გამოეყო 4800 ლარი.
06-მაისი-2009

კონკურსი მათემატიკოსებისათვის
თბილისის # 189 საჯარო სკოლაში პარტნიორი სკოლების კავშირის მიერ ჩატარდა კონკურსი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო ხობის #2 საჯარო სკოლის X კლასისი მოსწავლემ, სოფიკო ბაბილუამ (მასწავლებელი ლილი ესაკია), რომელიც გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული ( I ადგილი). დაჯილდოების ცერემონიალზე სოფიკო ბაბილუას გადაეცა ფულადი ჯილდო და წიგნების კრებული.
06-მაისი-2009

საფეხბურთო ტურნირი ``სკოლბურთი 2009``
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი ``სკოლბურთი`` ყოველწლიურად იმართება სკოლებს შორის. 2009 წლის 5 მაისის ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ დაიწყო საფეხბურთო ტურნირი ``სკოლბურთი 2009.`` ტურნირში მონაწილეობას იღებს 15 საჯარო სკოლა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება. 7 მაისს გაიმართაება მოეთხედ ფინალები, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება 8 მაისს.
06-მაისი-2009

ხობის მუნიციპალიტეის გამგებლის მოადგილე გადადგა
2009 წლის 6 მაისს ``საჯარო სამსახურის შესახებ`` საქართველოს კანონის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე კვარაცხელია პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
05-მაისი-2009

დაიწყო ``სოფლის მხარდაჭერის პროგრამი``-ს განხორციელება
2009 წლის 5 მაისიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყება ``სოფლის მხარდაჭერის პროგრამით`` გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების განხორციელება: ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია და სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება: პირველი ხორგა-წყალშემკრები არხების ამოწმენდა, გამოღმა შ/ხორგა - წყალშემკრები არხების ამოწმენდა, გამოღმა შ/ხორგა - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ყორათის უბანი - წყალსადენის გამრიცხველიანება, პ/გურიფული-მოსაცდელისა და ჭაბურღილის მოწყობა, მეორე გურიფული - გზების შეკეთება, საქირიოს უბანი - წყალსადენის შეკეთება, საკუკაოს უბანი - წყალსადენის შეკეთება, ხამისქურის უბანი - გზების შეკეთება, ხეთის უბანი - გზების შეკეთება, ხეთის უბანი - ხიდბოგირების შეკეთება, ლარჩვის უბანი - წყალსადენების შეკეთება, ნოჩხონის უბანი - გზების შეკეთება, ოხვამე კარის უბანი - წყალსადენის შეკეთება, წინაგოლოს უბანი - მოასფალტებული გზის შეკეთება, საკუჭაოს უბანი - გზების შეკეთება, საკუჭაოს უბანი - ხიდბოგირების შეკეთება, სახოჭოლაოს უბანი - ხიდბოგირების შეკეთება, საფაჩულიოს უბანი - წყალშემკრები არხის ამოწმენდა, საფაჩულიოს უბანი - გზების შეკეთება, გაშფერდის უბანი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ზუბის უბანი - გზების შეკეთება, ხიბულის ცენტრი - მოსაცდელის მოწყობა, გაღმა პ/ხორგის უბანი - წყალსადენის შეკეთება, ახ. სოფლის უბანი - წყალშემკრები არხების ამოწმენდა, ახ. სოფლის უბანი - ხიდბოგირების შეკეთება, საგვიჩიო - ხიდბოგირების შეკეთება, თორსა-დღვაბა - წყალსადენის შეკეთება, ზუბის უბანი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ჯაპშაქარის უბანი - ხიდბოგირების შეკეთება, გაღმა საჯიჯაო - ხიდბოგირების შეკეთება, ზენის უბანი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ძვ.ხიბულა - ხიდბოგირების შეკეთება, საშონიოს უბანი - წყალსადენის შეკეთება, ზემო ბიის უბანი - გზების შეკეთება, ბიის უბანი - წყალსადენის შეკეთება, ნაფოშტუს უბანი - წყალსადენის გამრიცხველიანება, კუთხე ნოჯიხევი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ნოჯიხევის ცენტრი - ხიდბოგირების შეკეთება, ნოჯიხევის ცენტრი - წყალსადენის გამრიცხველიანება, ზენის უბანი - წყალშემკრები არხების ამოწმენდა, დასახლების უბანი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, დურღუნის უბანი - წყალსადენის შეკეთება, ბულიშის უბანი - წყალსადენის შეკეთება, ჭითა უშქურის უბანი - ცენტრის კეთილმოწყობა, დიმოზგონჯილი - წყალსადენის გამრიცხველიანება, საჭოჭუოს უბანი - ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, საღვამიჩიოს უბანი - წყალსადენის გამრიცხველიანება, საბაჟოს უბანი - წყალსადენის შეკეთება, პატარა ფოთი - წყალშემკრები არხების ამოწმენდა, პატარა ფოთი - წყალსადენის გამრიცხველიანება, ყულევი-,აბანოს მოწყობა, ყულევი - გზების შეკეთება, გაღმა ქარიატა - გზების შეკეთება, გაღმა ქარიატა - ჯაჭვის ხიდის აღდგენა, გამოღმა ქარიატა - წყალშემკრები არხების ამოწმენდა, გამოღმა ქარიატა - გზების შეკეთება, ჭიხუსა და პ/მაისის უბანი - წყალსადენის შეკეთება, საკვიკვინიოს უბანი - გზების შეკეთება, საკვიკვინიოს უბანი - ჯაჭვის ხიდის აღდგენა.
05-მაისი-2009

ფეხბურთი
5 მაისს ხობში გაიმართა მორიგი საფეხბურთო მატჩი საქართველოს პირველი ლიგის დასავლეთის ზონის ხობის ``კოლხეთი`-სა და ფოთის `კოლხეთი`-ს გუნდებს შორის. მატჩი დასრულდა ანგარიშით 2 -3 გაიმარჯვა ფოთის `კოლხეთ`-მა. ხობის `კოლხეთი` მე-6 ადგილს გადაინაცვლა.
04-მაისი-2009

ს ა მ ბ ო
ქ.ქუთაისში 2-3 მაისს ჩატარდა ქუთაისის ღია პირველობა ჭიდაობა ``სამბოში`` ჭაბუკთა შორის, შეჯიბრებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტისა და ქალაქების ნაკრები გუნდები. ხობის მუნიციპალიტეტიდან შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭიდავეები. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქვალონელმა VI კლასის მოსწავლემ დავით საჯაიამ რომელმაც 32 კგ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და დაიკავა პირველი ადგილი.
04-მაისი-2009

ჭადრაკის ტურნირი
28 აპრილს სტარტი აიღო და 4 მაისს დამთავრდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაში ჭადრაკში საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის, შეჯიბრება გაიმართა პირად პირველობაში გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. გოგონათა შორის I-II ადგილებზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ტყუპი დები მარიამ და მეგი ჭაჭიები (#2 საჯარო სკოლა), III- ადგილზე გავიდა ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი კანკია. ჭაბუკთა შორის პირველობაზე გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ამირან შონიამ (ნოჯიხევის საჯარო სკოლა), II- ადგილზე გავიდა ლუკა ლოლუა ( #2 საჯარო სკოლა) ხოლო მესამეზე დავით ქანთარია (#2 საჯარო სკოლა)
01-მაისი-2009

ტრენინგი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორებისათვის
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2009 წელს 1 მაისს 12:00 საათზე ა/ო “საქართველოს განმანათლებელთა ასოციაცია” ატარებს ხობის მუნიციპალიტეტის დირექტორთათვის ტრენინგს თემაზე _სასკოლო ქსელებში საერთო სათემო პროექტების შედგენა-განხილვა ტრენერი: ნათია ხუფაცარია

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!