ჯულიეტა ქვარაია ",,ერთფეროვნებას სისხლი გადავუსხი ახალი სიცოცხლის შესაქმნელად"

893 350 106

სიტყვა ,,კულტურა" ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს დამუშავებას, მოვლას. Pპირველად იგი გამოიყენა ძვ. წ. III-II საუკუნის რომაელმა მოღვაწემ კატონმა. მან დაწერა წიგნი სოფლის მეურნეობის შესახებ, სადაც სიტყვა ,,კულტურა" გამოყენებული იყო, მიწის ნიადაგის დამუშავების, მოვლა -პატრონობის აღსანიშნავად. შემდგომ ამ ტერმინმა შეიცვალა თავისი მნიშვნელობა და გამოყენებულ იქნა ადამიანის სულიერი საქმიანობის სახელწოდებად.
XX საუკუნეში ტერმინმა ,,კულტურამ" სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო, იგი უკვე იხმარება ფართო აზრით და აღნიშნავს ყველაფერ იმას, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი. ის, რასაც ადამიანის გონება და ხელი ატყვია, რაც ადამიანის მიერ არის დამუშავებული, ითვლება კულტურის ფენომენად.
საზოგადოების დონე დამოკიდებულია მის ცივილიზებულობაზე, რამეთუ ცივილიზებული საზოგადოება არის მაღალი კულტურის მქონე.
საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულად ჩამოყალიბებისათვის მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და საშუალებებს, ცივილიზებულად ჩამოყალიბებისათვის.
,,ღია ბოქლომი" ეწვია ხობის რ-ნ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ქ-ნ ჯულიეტა ქვარაიას, როგორც კულტურაზე საუბრისთვის კომპეტენტურ ადამიანს.
ქ-ნ ჯულიეტა: ჩემი იდეები და პროექტები მიმართულია განათლების გაღრმავებისაკენ, ინტელექტუალური ახალგაზრდების წასახალისებისაკენ, ბიბლიოთეკების პოპულარიზაციისაკენ. ხობში ბევრი საინტერესო ღონიისძიება ჩავატარეთ, მართალია ერთჯერადი იყო, მაგრამ საინტერესო და ბევრის მომცველი.
ჩემი პროექტი "ვიმეგობროთ წიგნთან" ემსახურება გემოვნებიანი მკითხველის გაზრდას, ბიბლიოთეკის, წიგნის აუცილებლობის ხაზგასმას, რაც ყველაზე მთავარია. ჩემს პროექტებში მონაწილეობას ღებულობს ხობის ყველა სოფელი, ჩვენ სერიოზულად დავამუშავეთ ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა გუნდურ კონკურსს, აქ ჩართული იყო ყველა სოფელი, მათ ყავდათ გუნდები, შეხვდნენ ერთმანეთს, დასმული იყო შეკითხვები, რომელსაც ჟიური აფასებდა, გამარჯვებულები გადავიდნენ ნახევარ ფინალში და საბოლოოდ დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით. ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამარჯვებული ,,წლის ჭკვიანები" დაეჯილდოებინათ, გარდა ინდივიდუალური საჩუქრებისა, დეპუტატმა ყველა ერთად ბათუმში უფასო ექსკურსიით დაასაჩუქრა.
- მას შემდეგ რაც სამსახურის უფროსად დაინიშნეთ, რა ცვლილებები განიცადა თეატრმა, ქორეოგრაფიამ და ხელოვნების სხვა დარგებმა?
-ხობს ძალიან ნიჭიერი ქორეოგრაფები ყავს, მათ იაშვილის სკოლა აქვთ დამთავრებული და არიან მრავალგზის ლაურეატები. არიან ოქროს მედალოსნები, მაგრამ მე სხვა ხედვა გამაჩნია, კონცერტები არ უნდა იყოს მარტო საცეკვაო პროგრამით ამოწურული, ის უნდა იყოს შოუ, რომ სანახაობრივად უფრო საინტერესო იყოს მაყურებლისთვის და უხეშად, რომ ვთქვა ეს პროდუქტი უფრო საინტერესოა და კარგი რეალიზაციისთვის. ქორეოგრაფიაში ახალი სიტყვის სათქმელად, მიუხედავად ქორეოგრაფების ღრმა პატივისცემისა მოვიწვიე ქორეოგრაფი გივი ვაშაკიძე.
რაც შეეხება თეატრს, ხობის თეატ-
რი განებივრებული არაა, მაღალი დონის მსახიობებით, ეს არსებულ პირობებში ბუნებრივიცაა. წარსულს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ კობახიძეების მოღვაწეობის პერიოდში (ხობის თეატრი ხომ მასთთან ასოცირდება) ჩვენს ქალაქში თეატრი კარგად იყო განვითარებული. თამაზ ლოლუა ნიჭიერი და საინტერესო რეჟისორი იყო, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე თეატრის განახლება ამიტომ მოვიწვიე ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ირაკლი გოგია, საინტერესო ხედვის პიროვნება.
-რა ხდება ფოლკლორში?
-ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ ფოლკლორში. სახელმწიფო ფოლკლორულმა ცენტრმა ჩაატარა ფესტივალი, ჩვენ I და II ტურში წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ რესპუბლიკის ლაურეატის სახელწოდება ვერ მოვიპოვეთ. სახალხო ანსამბლი ,,კოლხეთი" იყო ჩვენი წარმომადგენელი ფესტივალზე, რომელსაც ქონდა წარმატებები, რაღაც ნიუანსებში მივიღეთ შენიშვნები, ვითვალისწინებთ ყველა შენიშვნას და ვემზადებით დიდი წარმატებების მისაღწევად.
გვყავს ლაურეატები შემდეგ სფეროებში: ხალხურ რეწვაში მასწავლებელმა მთვარისა ჯაკონიამ მოიპოვა ლაურეატის წოდება, რომელსაც სერიოზული მონაცემები აქვს ქარგვაში.
ზაზა ჭითაშვილმა ხის მხატვრულ დამუშავებაში და ხის რეკვაში ეს იყო ხალხური ინსტრუმენტები, რომელიც წარადგინა ლევან ირემაძემ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ლაურეატები.
-როგორ ვითარდება ხობი?
-ხობი ლამაზდება და ყოველი დღე საინტერესო ხდება, მე მაქვს ,,ძველი' ხობის პეიზაჟები და დღევანდელს რომ ვადარებ ვხვდები, რომ განსხვავება დიდია.
,,კულტურა ცოცხალია, მანამ სანამ ის ინარჩუნებს ინტიმურ კავშირს ადამიანის სულთან, კულტურის სული არსებობს არა თავისთავად არამედ ადამიანთა სულებში"
ავტორი: მაკა ქარცხია