| ხობის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
ხობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს – ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი - "ხობი".
|