უფასო კვლევები

 

ქალაქ ხობში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდა.

    მოქალაქეებმა ჩაიტარეს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის კიბოს სკრინინგი, ასევე  B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.

   აქციის მიმდინარეობას, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებს უფასო კვლევების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.