ხობის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილეებთან, საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.