ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია ღობე და მოწყობილია განათების სისტემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკამების მონტაჟი და ხელოვნური საფარის დაგება.

მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 241 ლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება, რაც სპორტული აქტივობების ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ხობის მერიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა წარმოადგენს. როგორც წინა წლებში, მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.