„ხობი ინფო“ ულოცავს მარიამ ქაჯაიას ამ დიდ წარმატებას!
მარიამი ნომინირებულია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ეროვნული ლიდერობისა და წარმატების საზოგადოებაში (NSLS). ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ გამორჩეული აკადემიური მოსწრების სტუდენტებს აერთიანებს და მასში მოხვედრას ამერიკის სტუდენტების მხოლოდ 8% ახერხებს.
ვულოცავთ მარიამს და მის ოჯახს ამ აღიარებას. ვამაყობთ ჩვენი წარმატებული ხობელით და ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე! 🌟✨
#წარმატებულიახალგაზრდა
