ქუთაისის „ტორპედომ“ ახალგაზრდა ხობელი მცველი, დავით ბუკია დაიმატა. 20 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
ბუკია თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია მისი სტაბილური თამაში 21-წლამდე ნაკრებში, სადაც მან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლის გატანაც შეძლო.
ახალწვეული უკვე გაემგზავრა გუნდთან ერთად კვიპროსში, სადაც სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.
ხობელი დავით ბუკია - „ტორპედოს“ ახალი ძალა! ⚪️⚫️
✅ 20 წლის მცველი
✅ 21-წლამდე ნაკრების წევრი
✅ 78 მატჩი | 12 გოლი (ლოკომოტივი)
✍️ კონტრაქტი 2+1 სისტემით
დათო უკვე გუნდთან ერთად კვიპროსზეა და ახალი სეზონისთვის ემზადება. წარმატებები, დათო! 🔥🇬🇪
#Khobi #TorpedoKutaisi #Footballer #NewSigning
„ტორპედოში გადმოვედი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასევე მინდა აღვნიშნო ქუთაისელი გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს გვერდში უდგანან. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე.“
🎙️ დავით ბუკია



