სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ შორის არის ხობელი ნიკა გიორგის ძე ხურცილავა, რომელმაც საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წარმატებით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი 8-თვიანი სამხედრო სამსახურის ახალი მოდელით მსახურობს, რაც სამხედრო მომზადების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურობას გულისხმობს. ნიკოლოზის ფიცის დადების კადრები "ტვ იმედის" სიუჟეტშიც მოხვდა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ახალგაზრდა ჯარისკაცების მზადყოფნას სამშობლოს სამსახურისთვის.
„ფიცის დადება თითოეული მებრძოლისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია. ვამაყობთ ჩვენი თანაქალაქელით და წარმატებულ, მშვიდობიან სამსახურს ვუსურვებთ მას და ყველა ახალწვეულს!“
#ხობი #სენაკი #თავდაცვისძალები #ჯარი #ეროვნულიმომსახურება
