„ახალ მონათლული ბრძანებითა და ნებართვითა მისს ყდ უსამღვდელოესის გურია მენგრელიის ეპისკოპოსის გრიგოლის მიერ, N 3583 ია მოვახთინე ნათლისღება, ოსმალეთის პოდანის ათინას სოფლის მცხოვრების მუსთაფა ოსმანის ძე შელია იგივე შენუ ოღლი და შემოვაერთე წმინდა მართლმადიდებლის ეკლესიის სარწმუნოებაში და მასზედ იყვნენ პავლე გაიოზის ძე და ალექსი ხუტუს ძე სიჭინავები და პავლე გიდელია".
ნათლისღება უწოდეს ბიქტორი. აღასრულა მღვდელმა იოანე ჯიქიამ, მედავითნე დავით ბოლქვაძე. მიმრქმელები (ნათლიები) იყვნენ აზნაური ტარიელ გიგოს ძე ჯორჯიკია და გლეხის ქალი აღათი ცისკარავა.
იმავე წლის 14 ნოემბერს ბიქტორ შელია დაქორწინდა სოფელ ბიას მკვიდრ ელისაბედ პეპუს ასულ შონიაზე.
