ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ‐ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ‐ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს.
ახალგაზრდული საბჭოს მიზანია:
ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა;
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების თვალსაზრისით;
ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების და სიახლეების შესახებ.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრის საქმიანობა არის მოხალისეობრივი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 24 თებერვალი 18:00 საათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: https://forms.gle/bS3bNog7oSG9Ln3c8
ან დაგვიკავშირდით: 577 14 81 01; 595 895950.
