წიგნი,, მე და ჩემი ხობი,, ავტორი ნოდარ შონია 1995




 ვუძღვნი ჩემი საყვარელი მშობლების ნინო დოლიძე - შონიასა და ნიკოლოზ შონიას ნათელ ხსოვნას.

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“

საყვარელი მამა დავასაფლავეთ. მშობლიურ სახლამდე ძლივს მო-ვაღწიე. გზაში საბრალო დედაჩემის გამხნევებას შევეცადე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არაფერი. გამომდიოდა, რადგან გასამხნევებელი მე თვითონ ვიყავი. წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ ჩვენი ოჯახისათვის ყველაფერი მთავრდებოდა, რადგან თითქოს მამასთან ერთად მომავ-ლის რწმენა და იმედიც დავკარგეთ. ეს კი ყველაფერზე უარესი და უსაშინლესი იყო. არ შევუდგები იმის მტკიცებას, რომ მამაჩემი რა-ღაც უჩვეულო ფენომენი გახლდათ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად იმსახურებდა განსაკუთრებულ პატივისცემასა და სიყვარულს. მეც რა-ღაც სასწაულებრივი, ენით აუწერელი გრძნობით მიყვარდა. თუმცა ამაზე ქვევით უფრო ვრცლად მოგითხრობთ.

ბაბუაჩემი ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე, ჭარმაგი კაცი იყო, მამის დაკრძალვის შემდეგ მისგან ველოდი დამშვიდებას და გამხნევებას, მაგ-რამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლოსაც არ მომკარებია, საკუთარ მწუხა რებაში იყო ჩაფლული. ამიტომ ჩემს ოთახში საწოლზე მივეგდე და თავი ბალიშში ჩავრგე. დიდხანს ეტიროდი, დედაჩემი ახლა უკვე მე მამშვიდებდა. გვიან ღამით ჩამეძინა, მაგრამ ეს იყო არაჩვეულებრივი ძილი, ჩემთვის შავად გათენებული დღის გაგრძელება....

ძილში მამა გამომეცხადა, ჩემს წინ იდგა ახოვანი, ჩამოსხმული აღნაგობის, ლამაზი პირისახის კაცური კაცი, ჩემი საყვარელი მამა, როგორ გამიხარდა მისი დაბრუნება, გადავეხვიე და დიდხანს, დიდხანს ვკოცნიდი მის ლამაზ, თაფლისფერ თვალებს. მამამ მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა. ოხ, როგორ მინდოდა დიდხანს გაგრძელებუ-ლიყო ეს სცენა, ვეხვეწებოდი, მამი ნუ წახვალ ნუ მიგვატოვებ, უშე-ნოდ ჩვენ ძალზე გაგვიჭირდება. მე თუ არ გებრალები, შენი ნათელა და დედიკო მაინც შეიბრალე-მეთქი. როცა მამამ ჩემი ფერებით გული იჯერა, დამიყვავა, თვალებზე ცრემლი მომწმინდა და მითხრა:

- შვილო! ჩემი ბედი უკვე გადაწყვეტილია, უნდა წავიდე, ამას წინ ვერაფერი დაუდგება, მივდივარ და შენ გიტოვებ საჩუქარს, რომლის


3