„ხობი ინფო“ ულოცავს პაატა ბუკიას წარმატებას

 

კლუბ ხობის „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაატა ბუკიამ, წარმატებით დაასრულა ერთწლიანი სწავლება და UEFA A ლიცენზიის მფლობელი გახდა!
✅
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროფესიული საფეხური, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი ხელმძღვანელობს.
პაატა ბუკია სოციალურ ქსელში მადლიერების პოსტს აქვეყნებს:
*"მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ერთი წელი გავატარე უეფას A ლიცენზიის კურსზე.
დიდი მადლობა მწვრთნელთა განათლების სისტემაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებიც ძალიან მეგობრულ გარემოში, თანამედროვე ფეხბურთთან მორგებულ ცოდნას გვიზიარებენ. განსაკუთრებული მადლობა ყველაფრისთვის ჩემს ტუტორს და საუკეთესო ადამიანს Giorgi Tugushi-ს.
წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოადგება ქართულ ფეხბურთს სამომავლოდ."
ხობის საფეხბურთო სამყაროსა და „ხობი ინფოს“ სახელით, ვულოცავთ ბატონ პაატას ამ დიდ აღიარებას! გვჯერა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს „კოლხეთს“ არაერთ გამარჯვებას მოუტანს.
🇬🇪🏆