ხობის სპორტსმენთა წარმატება ახალციხეში გამართულ საერთაშორისო პირველობაზე!

 

ახალციხე, 12 ოქტომბერი, 2025 - ქალაქ ახალციხეში, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს თენგიზ ჯიშკარიანის სახელობის მძლეოსნობის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ხობელმა სპორტსმენებმა არაერთი მედალი მოიპოვეს და თავი გამოიჩინეს სხვადასხვა დისციპლინაში:

 * ბარბარე ლეკიაშვილი საუკეთესო იყო 500 მეტრზე გარბენში და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან ასევე წარმატებით იასპარეზა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 * მარიამ ლეკიაშვილმა ორჯერ ავიდა კვარცხლბეკზე, მოიპოვა რა ორი ბრინჯაოს მედალი. ის მესამე ადგილზე გავიდა 60 მეტრზე თარჯრბენში, ასევე მესამე ადგილის მფლობელი გახდა ადგილიდან ხტომაში.

წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი ჯილდოთი.

ხობის სპორტის ცენტრის წარმატებული გუნდის მწვრთნელია ქალბატონი ინდირა გრიგოლიანცი.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხობში მძლეოსნობის განვითარებისა და ადგილობრივი სპორტსმენების მაღალ პოტენციალს.

#მძლეოსნობახობში