9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

 

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.