კათოლიკე მისიონერები ხეთასა და ხორგაში

 


1682 წლის მაისამდე ორი თვის განმავლობაში გაეტანო რასპონი, ჯუზეპე ტორიჩელა და სხვა მისიონერები ცხოვრობდნენ ხეთას ციხესიმაგრეში.

1681 წლის 6 ოქტომბერს ანაკლიისკენ მიმავალ გზაზე გაეტანო ტურკო და ჯუზეპე ტორიჩელა ღამის გასათევად დარჩნენ ხორგაში აზნაურ მამუკა ბაბინასკუას სახლში.

1681 წლის 7 ოქტომბერს ხორგიდან პრეფექტი გაეტანო ტურკო მდინარე ხობისწყლით ნავით გაემართა ანაკლიისკენ.

1681 წლის 7 ოქტომბერს სადილის შემდეგ გაეტანო რასპონიმ თურქული გემიდან გაეტანო ტურკოს მოყვანილ ნავში გადატვირთა თავისი კუთვნილი ნივთები და მისიონერები წავიდნენ ხორგაში მამუკა ბაბინასკუას სახლში.

1681 წლის 8 ოქტომბერს პრეფექტი გაეტანო ტურკო და მისიონერი ჯუზეპე ტორიჩელა ხორგადან გაემგზავრნენ წიფურიაში, სადაც იყო სამეგრელოს მისიის ეკლესია და სახლი.

1681 წლის 8 ოქტომბერს მისიონერებმა, რომლებიც წიფურიაში გაემგზავრნენ, გაეტანო რასპონი დატოვეს მამუკა ბაბინასკუას სახლში.


1681 წლის 8 ოქტომბერს გაეტანო რასპონი მამუკა ბაბინასკუას ახასიათებს როგორც ყველაზე ცრუსა და მოღალატეს.


1681 წლის 8 ოქტომბერს გააცილა თუ არა მისიონერები, მამუკა ბაბინასკუამ დაიჭირა გაეტანო რასპონი, ბორკილები დაადო და თითქმის ყველა ნივთი ჩამოართა, რაც იტალიიდან ჰქონდა ჩამოტანილი

მამუკა ბაბინასკუას მიერ გაეტანო რასპონის 1681 წლის 8 ოქტომბერს დაკავების ამბავი გაიგო თურქმა აჰმედმა და ამის შესახებ შეატყობინა მისიონერებს წიფურიაში.

შეიტყვეს თუ არა მისიონერებმა წიფურიაში მამუკა ბაბინასკუას მიერ გაეტანო რასპონის 1681 წლის 8 ოქტომბერს დაკავების ამბავი, ჩავიდნენ ხორგაში, გაათავისუფლებინეს რასპონი და ნაწილი ნივთებიც დააბრუნებინეს მეგრელ აზნაურს.

წყარო: https://missio.iliauni.edu.ge/ka/place/86/khorga